სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე იმსჯელეს
27 აპრილი 2018
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის შესახებ იმსჯელეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელები - მამუკა ხაზარაძე და ლევან ახვლედიანი და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინვესტორმა კომპანიამ პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა და მინისტრს მისი ძირითადი მახასიათებლები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები გააცნო. ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულ პროექტია, რომელიც სულ 9 ფაზისგან შედგება და წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია. ანაკლიის პორტი დაახლოებით 300 ჰექტარზე განთავსდება, სადაც გაჩერებას შეძლებენ ისეთი ტევადობის გემები, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)